Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტასილო შმიტის ლექცია და სემინარები

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს სემესტრის ბოლოს  ეწვევა ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი, ტასილო შმიტი. 

ხუთშაბათს, 29 ივნისს, 17.00 საათზე ტასილო შმიტი წაიკითხავს მოხსენებას: "ნერონი კორინთოში". მოხსენება წარიმართება გერმანულ ენაზე და პარალელურად ითარგმნება ქართულად. 

ღონისძიება ჩატარდება სემინარების, მოხსენებებისა და პრეზენტაციების ციკლის - "აგორას" ფარგლებში. 

ამასთანავე, პარასკევს, 30 ივნისს, 16.00 საათზე, ტასილო შმიტი სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის ჩაატარებს სემინარებს. სემინარები ჩატარდება ინგლისურად.  

ლექცია და სემინარები ჩატარდება თსუ მერვე კორპუსში, 220-ე აუდიტორიაში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13).